გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა სახლში პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდთან, შეფილდ იუნაიტედთან წააგო.
ოლდ ტრაფორდზე გუშინდელი მარცხი ძვირად დაუჯდებათ წითელ ეშმაკებს, რადგან გუარდიოლას სიტი დაფრინავს, მშვენიერ ფორმაშია და შვიდი წლის შემდეგ გაჩენილ შანსს მალე დაკარგავს იუნაიტედი თუ ასე გააგრძელებს გუნდი დაცვაში თამაშს.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მანჩესტერ სიტის ძალიან იოლი კალენდარი ჰქონდა. ზედიზედ სამი თამაში სახლში, აქედან ორი სუსტი გუნდი და ერთიც ასტონ ვილა, რომელიც პეპის გუნდთან არაფერს წარმოადგენს და შემდეგ გასვლა ვესტ ბრომვიჩთან, რომელიც გავარდნის კანდიდატია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ პრემიერლიგის ამ სეზონში ყველაფერი ბოლოს გადაწყდება და ისეთივე უაზრო არ იქნება, როგორიც შარშან იყო.
გავიხსენოთ დრამატული სეზონები:
სავარაუდოდ წელსაც ასეთი ფინიში გვექნება, თუმცა ბუკმეიკერები მაინცდამაინც არ გვეთანხმებიან და დღეის მდგომარებოით მანჩესტერ სიტი ჰგონიათ გამოკვეთილი ფავორიტი.
ვინ გახდება 2021 წლის პრემიერლიგის ჩემპიონი
ძალიან საინტერესოა. ნამდვილად ვერ გეტყვით თუ რატომ აქვს ასეთი დაბალი კუში პეპის გუნდს. გასაგებია რომ კარგ ფორმაში არიან და მოიგეს ზედიზედ თამაშები, მაგრამ 1.27 მეტისმეტია.
ვნახოთ. შენი აზრით, ვინ მოიგებს?
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ